ჩვენი სწავლების
დოქტრინა

ჩვენი სწავლების მეთოდიკა პრაქტიკაზეა დაფუძნებული - იმისთვის, რომ ცოდნა გამოცდილებად იქცეს, გამოცდილება კი შესაძლებლობად.

Orabora

დაბადებული გამოცდილებიდან

ორაბორა ოთხი ადამიანის გამოცდილებიდან შეიქმნა. ჩვენ ყველას ერთი საერთო ისტორია გვქონდა - ხშირად გვესმოდა ფრაზები: „ვერ შეძლებ“, „არ გამოვა“, „შეუძლებელია“. ეს ის ლიმიტაციებია, რომლებსაც ჩვენ არ ვაღიარებთ. ჩვენ ვართ ოთხი სპეციალისტი სხვადასხვა სფეროდან, რომლებმაც გადავწყვიტეთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაგიზიაროთ. შევქმენით სივრცე, სადაც მთავარი მოქმედებაა და არა შეზღუდვები. მსოფლიო მხოლოდ თეორიით არ შენდება - ცვლილებებსა და ინოვაციებს ყოველთვის ადამიანები ქმნიან, რომლებიც გაჩერებას არ ირჩევენ.

რას ნიშნავს აქ ორაბორა

ალქიმიაში ორაბორა ყველაფრის ერთიანობას განასახიერებს - თვით ბუნების ციკლურ ბუნებას. გნოსტიკურ ტრადიციაში ის მარადისობის გველია - არც დასაწყისი, არც დასასრული. სკანდინავიურ კოსმოლოგიაში იორმუნგანდი მიდგარდს ეხვევა და სამყაროს მთლიანობას თავისი თავის შთანთქმით ინარჩუნებს.

სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს სიმბოლო. რადგან გვჯერა, რომ განვითარება იქ იწყება, სადაც ძველი ფორმები იშლება და ადგილი ახალ შესაძლებლობებს ეთმობა. ასე შევქმენით ორაბორა - სივრცე უწყვეტი ზრდისთვის.

თუ მზად ხარ
კარი ყოველთვის ღიაა